21:03 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-06 19:27:01, 255 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე რუსოფობიაზე: ტურიზმთან დაკავშირებით ჰქონდათ ჰომოფობიური კამპანიის ტალღები

ადამიანები, რომლებიც დღეს არიან მთავარ რუსოფობებად დანიშნულები – ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, ვანო მერაბიშვილი ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, რუსული ფული იყო მათთვის სრულიად მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ, – ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩემი წერილი ეფუძნებოდა ძალიან მარტივ, მშრალ ფაქტებს. ყველას გვახსოვს, რა იყო წინა ხელისუფლების მიდგომა 2008-2012 წლებში. როგორი სიამაყით საუბრობდნენ ისინი იმასთან დაკავშირებით, რომ კარს უხსნიდნენ რუს ტურისტებს, რუსულ ბიზნესს საქართველოში და ა.შ. ამაზე საუბრობდნენ, მათ შორის, მთავარი რუსოფობები, ადამიანები, რომლებიც დღეს არიან მთავარ რუსოფობებად დანიშნულები, იგივე ხოშტარია, იგივე ზურაბ ჯაფარიძე, ვანო მერაბიშვილი საუბრობდნენ ამ ყველაფერზე და სხვები. ისინი ღიად საუბრობდნენ ამაზე, რომ რუსი ტურისტი, რუსული ფული იყო მათთვის სრულიად მისაღები. ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ, უშუალოდ, ტურიზმთან დაკავშირებით მათ ჰქონდათ რუსოფობიური კამპანიის რამდენიმე ტალღა, მაგალითად, 2022 წელს, ომის დაწყებისთანავე, როდესაც რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა, როცა იყო ტურისტული სეზონი.

ყოველ ჯერზე, ტურისტულ სეზონზე ისინი ააქტიურებენ ამ კამპანიას, რასაც აქვს ერთადერთი მიზანი – ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. სხვა ახსნა ამ ყველაფერს, უბრალოდ, არ აქვს, მათ შორის, ამ ტრანსფორმაციას, როდესაც 2008 წლის შემდეგ შენთვის მისაღები იყო რუსული ტურიზმიც, რუსული კულტურაც, რუსული ბიზნესიც და მაშინ სრულიად ახალი მომხდარი იყო რუსეთ-საქართველოს ომი, როდესაც 400-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე, მათ შორის, ჯარისკაცები, პოლიციელები, ჩვენი მოქალაქეები დაიღუპნენ, უამრავი ადამიანი დაიჭრა, 30 000 ადამიანი იქცა დევნილად და მათთვის მაშინ ყველაფერი რუსული იყო აბსოლუტურად მისაღები და ამაზე თამამად და სიამაყით საუბრობდნენ და რეალურად რუსეთი საქართველოს ნამდვილი ოკუპანტი გახდა უკრაინის ოკუპაციის შემდეგ, რაც არის აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელი, მაგრამ ღიმილის მომგვრელზე მეტად ეს არის ტრაგიკული მოვლენა და ეს ყველაფერი რაზე მიუთითებს? – რომ რასაც ეტყვიან ამ აგენტებს, იმას აკეთებენ. 2008-2012 წლებში ამ აგენტურას დავალებული ჰქონდა ასეთი რიტორიკით საუბარი რუსეთთან დაკავშირებით და 2022 წლის შემდეგ მათ დავალებული აქვთ განსხვავებული რიტორიკით საუბარი, რაც არის ცხადზე უცხადესი. ეს ყველაფერი მიანიშნებს ერთადერთ რამეზე, რომ ეს ხალხი არის ჩვეულებრივი აგენტურა და ისინი მოქმედებენ მხოლოდ გარე პატრონების დავალებით, საკუთარი ფორმალური სამშობლოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
BOG-ის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
რუსთაველზე ამობრუნებულ თვითმცლელში ბავშვი იმყოფებოდა - მიმდინარეობს მოკვლევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics