13:59 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-04 12:25:19, 331 ნახვა

სამართალი
18 თვეში პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი

ივნისის ბოლოს საქართველოს ციხეებში სულ 12344 პატიმარი იყო  - ამის შესახებ სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ უფლებადამცველმა გიორგი ბურჯანაძემ დაწერა.

მისი ინფორმაციით, 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე (18 თვეში) პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი.

"ჯამურად, 12 ადგილია მხოლოდ ციხეში დარჩენილი ივნისის მდგომარეობით. 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე (18 თვეში) პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი.

2026 წლის ივნისში 690 პირმა დატოვა ციხე, მაგრამ წინა თვესთან შედარებით მაინც 209 პატიმრით გაიზარდა ციხის პოპულაცია.

№2, №8 და №15 დაწესებულებებში პატიმართა ლიმიტი გადაცილებულია შემდეგი ოდენობებით:
 ქუთაისის #2 ციხის ლიმიტის 34%-ით (788 პატიმრით) მეტი, გლდანის #8 ციხის ლიმიტის 32%-ით (796 პატიმრით) მეტი, ქსნის #15 ციხის ლიმიტის 56%-ით (364 პატიმრით) მეტი" - წერს გიორგი ბურჯანაძე.

საქსტატის უახლესი მონაცემებით, 2026 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში სულ 12 344 პატიმარი იმყოფებოდა. 

ეს მაჩვენებელი ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალია და პენიტენციური სისტემის არსებული ადგილების თითქმის 100%-იან გადატვირთვას (დარჩენილია მხოლოდ 12 თავისუფალი ადგილი) ნიშნავს. 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე (18 თვეში) პატიმართა რაოდენობა ქვეყანაში 43%-ით გაიზარდა.

ამ მაჩვენებლებით საქართველო 100 000 მოსახლეზე პატიმართა სიმრავლით ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციებზეა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
18 თვეში პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი
ბათუმის საზღვრები შესაძლოა შეიცვალოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics