|
2019-07-03 10:41:50, 1017 ნახვა
საზოგადოება
ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 6%-ით, ხოლო ღირებულება 9%-ით გაიზარდა
2019 წლის პირველ ნახევარში, საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში 40,5 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 98 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია. ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 88% (354874 ბოთლი), ჩინეთი - 19% (3554127) და პოლონეთი - 16% (1821802). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი - 120% (55908), ლიეტუვა - 68% (315306), მონღოლეთი - 68% (146892), ბელარუსი - 32% (889002), ისრაელი - 20% (131184), კანადა - 12% (83220), გერმანია - 11% (317771), ესტონეთი - 11% (326966), რუსეთი - 6%, (25582447), მოლდოვა - 3618% (263210 ) და ა.შ. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (25582447), უკრაინა (3752488), ჩინეთი (3554127), პოლონეთი (1821802) და ყაზახეთი (1656318). ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული" – 7304286 ბოთლი, "მუკუზანი" – 2328699, „წინანდალი" - 1829563, ახაშენი - 750244, „ხვანჭკარა" – 480890 და ა.შ. 6 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 229-მა კომპანიამ განახორციელა. ამასთან, მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 12,6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 50%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 27,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 62%). მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 238 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 34% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 633,2 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 20%).
(NS)
BOG-ის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
რუსთაველზე ამობრუნებულ თვითმცლელში ბავშვი იმყოფებოდა - მიმდინარეობს მოკვლევა
სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმეზე მე-4 საჩივარი დაარეგისტრირა - საია
კობახიძე რუსოფობიაზე: ტურიზმთან დაკავშირებით ჰქონდათ ჰომოფობიური კამპანიის ტალღები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)