|
2019-07-02 18:51:09, 1094 ნახვა
საზოგადოება
ზვიად რატიანი აქციებზე - გაიზარდნენ ჩვენი შვილები, მათ წინააღმდეგ ხელისუფლება გაკოტრებულია
პოეტი ზვიად რატიანი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას - „სირცხვილია“ ვიდეო მიმართვით ეხმაურება. რატიანი დემონსტრანტებს მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება მათ წინააღმდეგ გაკოტრებულია. „არ არის ადვილი ჩემთვის და ალბათ, არც მთლად ლამაზი ასე შორიდან რომ მიწევს საუბარი და ფიზიკურად ვერ ვარ დღეს იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც უკვე მეორე კვირაა გამოდიან რუსთაველზე და იცავს მომავალს და ებრძვის წარსულს და ყველა სიმახინჯეს, რაც ამ წარსულიდან დღემდე მოგვყვება. ძალიან დიდ ხანს შეიძლება ლაპარაკი ივანიშვილის და მისი ყურმოჭრილი მონების, ყმების ბოროტებაზე, უგუნურებაზე, ღალატზე, დანაშაულებზე, მაგრამ ალბათ არ ღირს, ჯერ ერთი ყველამ ყველაფერი იცის და მეორე, ეს ყველაფერი გაცილებით მოკლედ ითქმის და კიდევაც ითქვა დემონსტრაციებზე, უმოკლესად, ერთი სიტყვით - „სირცხვილია“. ეს უკვე სხვა თაობაა, გაიზარდნენ ჩვენი შვილები, ჩვენზე ჭკვიანები არიან, არც ახსოვთ საბჭოთა კავშირი და კიდიათ მაგრად. ამათ წინააღმდეგ დღევანდელი ხელისუფლება სრულიად გაკოტრებულია, ვერაფერს უხერხებენ. ეს აქციის ფორმებიც კი არაჩვეულებრივია - 19:00 საათზე მოსვლა, საღამოს დაშლა, ძალების დაზოგვა, მოწესრიგებულობა და რაც მთავარია ხალისი, მღერიან, უხარიათ და უყვართ ერთმანეთი. გახარიაც წავა და ყველანი მიყვებიან“, - აღნიშნა ზვიად რატიანმა. შეგახსენებთ, რომ პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელებმა 2017 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. რატიანის თქმით, სამართლადამცველების გაღიზიანება მისმა ნარინჯისფერმა ქურთუკმა გამოიწვია. რის შემდეგადაც, ის განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდენჯერმე სცემეს. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რატიანმა თავად გაუწია წინააღმდეგობა პოლიციას და მათ უცენზურო გამონათქვამებით მიმართა. სასამართლომ რატიანი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლის თქმით, პოეტს პატიმრობა „საახალწლო დღეების“ გამო არ შეუფარდეს. რატიანმა 2018 წლის სექტემბერში საქართველო დატოვა.
BOG-ის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
რუსთაველზე ამობრუნებულ თვითმცლელში ბავშვი იმყოფებოდა - მიმდინარეობს მოკვლევა
სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმეზე მე-4 საჩივარი დაარეგისტრირა - საია
კობახიძე რუსოფობიაზე: ტურიზმთან დაკავშირებით ჰქონდათ ჰომოფობიური კამპანიის ტალღები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)