თამბაქოს მოწევა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულების გარდა, ყველა ტიპის შენობაში აიკრძალება
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებების პაკეტს განიხილავს, რომელიც სახლისა და საპატიმრო დაწესებულებების გარდა, ყველა ტიპის შენობაში მოწევის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს.