20:06 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-05 13:46:20, 1757 ნახვა

საზოგადოება
საჩხერის სამედიცინო ცენტრში 8 აპრილს ქირურგიისა და ენდოკრინოლოგიის მიმართულებებით უფასო კონსულტაციები გაიმართება

8 აპრილს საჩხერის სამედიცინო ცენტრში მსურველებს უფასო კონსულტაციებზე მიიღებენ თბილისიდან მიწვეული ქირურგი, მედიცინის დოქტორი ბაკურ არაბული და საჩხერის სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი დიანა გიორგაძე.

ექიმ ბაკურ არაბულთან უფასო კონსულტაციების გავლა შეუძლიათ პაციენტებს, რომლებსაც ესაჭიროებათ მუცლის ღრუს ორგანოების ლაპარასკოპიული ოპერაციები - ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია, დიაფრაგმის საყლაპავის თიაქარის ოპერაცია.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული პათოლოგიების გამოსავლენად პაციენტებს ასევე უფასოდ ჩაუტარდებათ მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა, საჭიროებისას - ღვიძლის ფუნქციურის სინჯები.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის უფასო აქციის ფარგლებში პაციენტებს ეძლევათ საშუალება, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების გამოსავლენად, ულტრაბგერითი გამოკვლევა, ბიოფსია-ციტოლოგია, ჰორმონალური გამოკვლევა დ კომპიუტერული კვლევა ჩაიტარონ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics