16:08 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-04 14:23:23, 347 ნახვა

პოლიტიკა
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ

სურსათის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი, უნებართვოდ დაკლული მსხვილფეხა პირუტყვის ხორცის რეალიზაციის ფაქტი აღკვეთეს. სააგენტოს ცნობით, ამოღებულია და განადგურებულია 2 ტონამდე ხორცი.

"თავდაპირველად, სააგენტოში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სოფელ წილკანიდან შემოვიდა შეტყობინება 15 სული მსხვილფეხა პირუტყვის ინტოქსიკაციის შესახებ. ფერმერის (კ. წ.) ინფორმაციით, საქონლის სადგომის მწერების საწინააღმდეგო პრეპარატით დამუშავების შემდეგ, ცხოველებს მოწამვლის ნიშნები აღენიშნათ.

სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ვეტერინარებმა დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება და ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს გამოყენებული პრეპარატის ნიმუში (პირველადი შესწავლით, ადგილი ჰქონდა პრეპარატის არასწორ გამოყენებასა და უსაფრთხოების წესების დარღვევას). ადგილზე არსებული, ფერმერის მიერ უკვე დაკლული ერთი სული პირუტყვი ვეტერინარული წესების დაცვით განადგურდა, ხოლო დარჩენილ 14 სულთან დაკავშირებით, ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის ბაზარზე მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით, ფერმერს სააგენტოს წინასწარი ინფორმირების ვალდებულება დაეკისრა.

ჩატარებული დამატებითი მოკვლევის შედეგად, შემოსავლების სამსახურისა და სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გამოავლინეს სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც შპს პროდუქტები 2028-ის (ს/კ 445530239) კუთვნილი, სასაკლაოს გვერდის ავლითა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 2 ტონამდე ხორცი გადაჰქონდა.

შემოწმებით დადგინდა, რომ ცხოველების საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნები სწორედ სოფელ წილკანში სავარაუდოდ მოწამლულ პირუტყვს ეკუთვნოდა.

სააგენტოს ინსპექტორებმა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარეს - ხორცი სრულად ამოიღეს და გაანადგურეს, ხოლო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა." - წერია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics