19:58 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-04 15:52:39, 842 ნახვა

პოლიტიკა
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, წინასწარი შეფასებით, ენერგოსისტემის მეორედ გამორთვის მიზეზი იყო „იმერეთის“ ხაზზე ავარია, რომელიც გადაეცა მთელ სისტემას. მისივე თქმით, დაცვის ინსტრუმენტებმა არ იმუშავა სათანადოდ.

"წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის გამომწვევი მიზეზი იყო იმერეთის მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე არსებული ავარია, რომელიც შემდეგ უკვე გადაეცა მთელ სისტემას და სისტემაში არსებულმა, მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, გამორთვის ინსტრუმენტებმა არ იმუშავა სათანადოდ. თუ რატომ გახდა ამის მიზეზი, ეს, რა თქმა უნდა, დადგინდება და მერე უკვე გატარდება შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics