|
2021-08-10 14:46:32, 430 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მტირალას პარკის ტერიტორიაზე ტურისტული ობიექტი მოეწყო
"საქართველოს ბანკი "რეგიონებში ბიზნესის გაძლიერებისთვის პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ტურისტული ობიექტი მოეწყო.-ინფორმაციას "საქართველოს ბანკი " ავრცელებს მათი ცნობით, დამსვენებლებისთვის განკუთვნილი სამი კოტეჯი 5 000 კვ.მ- ზეა განთავსებული. ტურისტებისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად ეზოში მოწყობილია გასართობი სივრცე (ჰამაკები, საქანელები). სტუმრებს ქართული ტრადიციული კერძებით კი საოჯახო კაფეში უმასპინძლდებიან. „ტურისტების მოზიდვის მიზნით დავიწყეთ თაფლის წარმოებაც, ეზოში 100 მდე ფუტკრის ოჯახი გვყავს. მოთხოვნის ზრდის პარალელურად სჭირო გახდა დამხმარე ნაგებობის აშენება, სადაც გადახარისხებულ თაფლს ვინახავთ სეზონურობის მიხედვით. ასევე, ვაწარმოებთ თაფლის სანთელსა და თაფლის არაყს, რომელსაც ჩამოსულ ტურისტებს ვთავაზობთ“,- განაცხადა ლია გორჯელაძემ, რომელიც ბანკთან პარტნიორობით სტუმრებს უკვე „კვადრო ტურებსაც“ სთავაზობს. „იმ მარშრუტის დაძლევას, რომელიც რთულ ტიპს მიეკუთვნება ქვეითად 2 დღე სჭირდება, თუმცა კვადრო ტურით მთელი ტყის მოვლა ერთ დღეშია შესაძლებელი“,- დასძენს ის. „მოხარული ვართ, რომ შევძელით ჩვენი წვლილი შეგვეტანა მტირალას პარკის ტერიტორიაზე სრულყოფილი ტურისტული ობიექტის ჩამოყალიბებაში. აქ მოსულ სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ დაუვიწყარი შთაბეჭდილება მტირალას პარკის საბაგიროთი გასეირნებით. ასევე, დაგეგმონ კვადრო ტური, რომელიც მოიცავს მტირალას მთის როგორც რთულ, ასევე მარტივ 16 კილომეტრიან მარშრუტს. ჩვენ მუდმივად მზად ვართ წავახალისოთ ბიზნესი, რომელიც რეგიონის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის გაძლიერებას უწყობს ხელს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 350 000 ლარია, ბანკის თანამონაწილეობა კი 250 000 ლარს შეადგენს.
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)