16:10 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-10 13:04:20, 330 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი ჯანდარას სკოლაში - 2021-2022 ახალ სასწავლო წელს, საქართველოს მასშტაბით მოსწავლეები 64 ახალაშენებულ სკოლაში შეხვდებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ  მიხეილ ჩხენკელთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესა და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლას ეწვია, რომლის მშენებლობაც რამდენიმე თვის წინ დასრულდა.

ჯანდარას აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით აშენდა. ახალი სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის სრული ღირებულება 3 მილიონ 882 ათასი ლარია.

ჯანდარას საჯარო სკოლის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაზაფხულზე დაასრულა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ სკოლას აქვს გარე და შიდა სპორტული მოედნები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები და კლას-კაბინეტები.  ახალი სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა მისაღებად სკოლა მზად არის.

2021-2022 ახალ სასწავლო წელს, საქართველოს მასშტაბით მოსწავლეები 64 ახალაშენებულ   და 64 სრულად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლაში შეხვდებიან.

ჯანდარას ახალაშენებულ საჯარო სკოლაში, მთავრობის მეთაურთან ერთად იმყოფებოდნენ, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში შოთა რეხვიაშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics