|
2021-08-09 21:19:07, 557 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავარი დევიზი უნდა იყოს - ძლიერი რეგიონები, ძლიერი სოფლები, ძლიერი ქალაქები, განვითარება უნდა იყოს ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება
ჩვენი ხელისუფლება პირველივე დღიდან არის ორიენტირებული ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავში, „ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატის ნინო ლაცაბიძის წარდგენაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, მთავრობას აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა და ხედვა, თუ როგორ განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. „მე აღვნიშნე, რომ ძალიან ბევრი გავაკეთეთ, ბევრს ვგეგმავთ, ბევრს გავაკეთებთ, იყო შეცდომებიც, მაგრამ ეს ყველაფერი კარგად გვაქვს გააზრებული და ვიცით, საით უნდა წავიდეთ, როგორ უნდა წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა და როგორ ვემსახუროთ ჩვენს ხალხს. სულ ახლახანს დავასრულეთ ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ხედვაზე მუშაობა. პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა, მთავრობას აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა და ხედვა, თუ როგორ განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. საბოლოო ჯამში, მე ოკუპაცია ვახსენე და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელიც არის ყველაზე მთავარი ამოცანა და ჩვენი საზრუნავი, ამასთან ერთად, ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობის მთავარი გამოწვევის - სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევა. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მეტი განვითარება სჭირდება ჩვენს ქალაქებს, რეგიონებს და განვითარება უნდა იყოს ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება. „ამ არჩევნებში ჩვენი კანდიდატები წარუდგენენ მოსახლეობას დეტალურ გეგმებს, ხედვებს, თუ რას ვაკეთებთ და რას გავაკეთებთ ჩვენი ქალაქებისთვის, რეგიონებისთვის, სოფლებისთვის. ჩვენი მთავარი დევიზი უნდა იყოს - ძლიერი რეგიონები, ძლიერი სოფლები, ძლიერი ქალაქები. მეტი განვითარება სჭირდება ჩვენს ქალაქებს, რეგიონებს. განვითარება უნდა იყოს ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ერთიანი გუნდი ვართ აბსოლუტურად მოტივირებული, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, სირთულე, რომელიც ჩვენი მოსახლეობის წინაშე დგას - ეს არის სიდუხჭირე, გაჭირვება, უმუშევრობა, პანდემიასთან ბრძოლა, რასთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში პრაქტიკულად გვაქვს კომუნიკაცია მოსახლეობასთან", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)