|
2021-08-09 15:16:33, 373 ნახვა
საზოგადოება
SNGP-ის ფარგლებში გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი გერმანელ გენერალს შეხვდა
განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (Refreshed SNGP) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ამ მიზნით, დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორს, გენერალ სტეფან კოვიტცს უმასპინძლა. გერმანელი გენერალი SNGP-ის ფარგლებში განსაზღვრულ სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივას ხელმძღვანელობს და საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა.- ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს მათი ცნობით, როგორც შეხვედრაზე გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა აღნიშნა, განახლებული პაკეტის ფარგლებში განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებები კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორს, ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტურად განხორციელება კი, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თავდაცვის ტრანსფორმაციას, თავდაცვის ძალების ნატოსთან თავსებადობის ამაღლებასა და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესს. "როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა განაცხადა, სამედიცინო შესაძლებლობების ინსტიტუციურ დონეზე განვითარება საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ამ მიმართულების განვითარებისთვის მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის რესურსების გამოყენების შესაძლებლობა უნიკალური საშუალებაა. ქართველმა და გერმანელმა გენერლებმა საქართველოში გამართული მრავალეროვნული სწავლების Agile Spirit 2021 ფარგლებში წარმოდგენილი სამედიცინო კომპონენტიც მიმოიხილეს, რაზე დაკვირვებაც ხელს უწყობს ინიციატივის განხორციელებისათვის საჭირო პრაქტიკული თანამშრომლობის მომავალი ნაბიჯების დაგეგმვას. შეხვედრის ბოლოს გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გერმანელ გენერალს მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა."--ნათქვამია განცხადებაში
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)