|
2021-08-09 11:36:18, 422 ნახვა
საზოგადოება
Global Banking & Finance Review-მ საქართველოს ბანკს „Decade of Excellence Banking Group Georgia 2021“ -ს ჯილდო გადასცა
საერთაშორისო გამოცემა Global Banking & Finance Review-მ საქართველოს ბანკი ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეული სრულყოფილებისთვის “Decade of Excellence” კატეგორიაში საქართველოში გამარჯვებულ ბანკად დაასახელა. 2011 წლიდან მოყოლებული, Global Banking & Finance Review იმ კომპანიებს ავლენს, რომლებიც ფინანსურ სექტორში ინოვაციებით, მიღწევებით, სტრატეგიითა და პროგრესულობით გამოირჩევიან. გამარჯვებულებს მკვლევართა ჯგუფი რედაქტორთან და გამომცემელთან ერთად ასახელებს. „საქართველოს ბანკისათვის დიდი პატივია „Decade of Excellence 2021“ -ის ჯილდოს მიღება. აღნიშნული ტიტული არა მხოლოდ იმ მიღწევებს ცნობს, რომელიც ბანკმა ათწლეულის მანძილზე, მთელი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგად შექმნა, არამედ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბანკის საიმედოობას საერთაშორისო დონეზე. ეს დიდწილად ასევე იმ 2.6 მილიონზე მეტი მომხმარებლის დამსახურებაა, ვინც გვირჩევს ჩვენ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. ინფორმაციისთვის, Global Banking & Finance Review წამყვანი ონლაინ და ბეჭდური ფინანსური ჟურნალია, რომელიც 2010 წელს გაერთიანებულ სამეფოში დაარსდა. ჟურნალი მკითხველს გლობალურ ფინანსურ ტენდენციებსა და მოვლენებზე სიღრმისეულ ანალიზს, მიმოხილვებს, ინტერვიუებსა და ვიდეოებს სთავაზობს. ყოველწლიურად, Global Banking & Finance Review-ს 200-ზე მეტ ქვეყანაში, 3 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს.
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)