ე.წ. ციანიდის საქმეზე მორიგი პროცესი დასრულდა - როგორ აფასებენ მხარეები მოწმეთა ჩვენებებს
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ზვიად გუბელაძის განცხადებით, დღეს დაკითხულმა გამომძიებლებმა, რომლებმაც უშუალოდ განახორციელეს გიორგი მამალაძის დაკავება და ბარგის დათვალიერება, დაადასტურეს, რომ მათ მიერ ყველა საგამოძიებო მოქმედება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარდა.