02:09 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 11:23:13, 2283 ნახვა

სამართალი
მამა გიორგი მამალაძე 6 მაღალჩინოსნისგან, მათ შორის პრემიერ-მინისტრისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

მამა გიორგი მამალაძე პატივისა და ღირსების შელახვისთვის 6 მაღალჩინოსნისგან, მათ შორის პრემიერ-მინისტრისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

როგორც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი სარჩელი, რომელიც საქალაქო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო, სააპელაციო სასამართლოშია გაგზავნილი.

„ორი სამოქალაქო სარჩელი დაიწერა, პატივის, ღირსების შელახვისთვის და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის. ერთი ეხებოდა ედიშერ ქარჩავას, რომელიც გარკვეული ბრძოლის და შენიშვნების მიღების შემდეგ მიღებული იქნა სასამართლო მიერ და ანალოგიური შინაარსით ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ მოთხოვნა იგივე პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებით, სასამართლომ არ მიიღო. ჩვენ არ გვინდა შერჩევითი სამართლის პრეცედენტი იყოს დაშვებული და სააპელაციო სასამართლოს მივმართეთ. მათ გადაწყვიტონ, რამდენად მისაღები იყო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics