სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საპატიმრო ადგილებში ყველა ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლება დაცულია.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, მარტოხელა პენსიონერებისთვის სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნა შეცდომა იყო.
„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოთქმული დამატებითი შენიშვნები გათვალისწინებული იქნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტოროს ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა გლდანის მე-8 დაწესებულებაში მისივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაიყვანეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ვარშავის სამიტზე MAP-თან დაკავშირებით საქართველოს კონკრეტული პასუხი უნდა გასცეს.
„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული მოტივირებული შენიშვნები საერთასორისო ინსტიტუტების პოზიციასთან სრულ თავსებადობაშია", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს ეხმაურება.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამ სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების დანიშვნის შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 3 თვიანი მონიტორინგის შედეგად სოციალურად დაუცველების შეფასების მეთოდოლოგიაში, შესაცვლელი საკითხები გამოიკვეთა.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შესრულებას ის 1 აგვისტოს ასრულებს და ახალი კანდიდატურის წარდგენამდე მინისტრის მოვალეობას პირველი მოადგილე შეასრულებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, აზიმ სადიკოვს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დასავლეთ სარდლობის სამხედრო დანაყოფების დათვალიერებას განაგრძობს.მინისტრმა ჟურნალისტებთან დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საკითხზე ისაუბრა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ციკოლია საქმიანობას საგარეო საქმეთა სამინისტროში გააგრძელებს და აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობას დაიკავებს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დღეს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ CAPSTONE-ის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც გენერალი უილიამ ფრეიზერი ხელმძღვანელობს.
პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე ბიზნესისთვის რეგულაციის დაწესებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი კანონპროექტის განხილვას გეგმავს.
პრეზიდენტის მრჩევლის ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილის ინფორმაციით, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილი განცხადებას თავად გააკეთებს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More