02:44 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-29 19:48:12, 542 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი დაჭრილი სამხედროების მკურნალობას დააფინანსებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დასავლეთ სარდლობის სამხედრო დანაყოფების დათვალიერებას განაგრძობს.მინისტრმა ჟურნალისტებთან  დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საკითხზე ისაუბრა.

"როცა მინისტრად დავინიშნე, ბიძინა ივანიშვილს პირადად ვთხოვე კაპრალ დავითაიას მკურნალობის დაფინანსება, რომელიც 1 მილიონი ლარი ჯდებოდა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოვასწარით და კაპრალი გარდაიცვალა. დაჭრილი სამხედროების მკურნალობის დაფინანსებაზე შემოთავაზებას ბიძინა ივანიშვილი ღიად ტოვებს, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ბევრ ჯარისკაცს, რომელსაც მკურნალობა სჭირდება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ხვალ თავდაცვის მინისტრი რეპორტიორებთან ერთად შეხვედრებს ქუთაისში გამართავს და კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და მესამე ქვეით ბრიგადას დაათვალიერებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics