12:45 - 20 Aug, 2026
|
2019-05-02 13:23:11, 1874 ნახვა
კომენტარი
გოგიჩაიშვილი: ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ვეტო იქნება, რომელიც პრეზიდენტს რაღაც პროცესის შესაჩერებლად გამოუყენებია
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს შერჩევის წესის შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადოს. მისი თქმით, ეს "ქართულ ოცნებას" დაშვებულ შეცდომებზე დააფიქრებს. "ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ვეტო, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში რაღაც პროცესის შესაჩერებლად პრეზიდენტს გამოუყენებია. პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის და ქართულ ოცნებას დააფიქრებს და იმ შეცდომებს გადახედავს, რაც ამ პროცესში დაუშვეს. ეს ძალიან სერიოზული მესიჯია, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, წინასწარ ვერ გეტყვით", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. ცნობისთვის, იურისტების ჯგუფი პრეზიდენტს სასამართლოების შესახებ კანონზე ვეტოს დადების მოთხოვნით მიმართავს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)