13:35 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-20 12:08:25, 289 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი: სანამ უკრაინას არ ექნება საკმარისი ანტიბალისტიკური თავდაცვა, რუსეთი სერიოზულად არ განიხილავს მშვიდობას

სანამ უკრაინას არ ექნება საკმარისი ანტიბალისტიკური თავდაცვა, რუსეთი სერიოზულად არ განიხილავს მშვიდობას" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს და კიევსა და რეგიონებზე რუსეთის მასშტაბურ იერიშს ეხმაურება. 

მისი თქმით, რუსულმა დარტყმამ კიევში 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, კიევის ოლქში კი ერთი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, 40 ადამიანი დაშავდა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფები ღამიდან მოყოლებული მუშაობენ რუსული დარტყმების ადგილებში. ეს იყო მასშტაბური თავდასხმა - რუსები დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ, აერთიანებდნენ სხვადასხვა ტიპის ბალისტიკურ რაკეტებს, ფრთოსან რაკეტებს და დრონებს, რათა მაქსიმალურად დიდი ზიანი მიეყენებინათ სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის. ნგრევაა კიევსა და რეგიონში, ასევე ოდესისა და ჩერნიგოვის ოლქებში.

დედაქალაქში დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, მათ შორის მაღლივი შენობა, რომლის ზედა სართულებიც დაინგრა, ასევე ბავშვთა საავადმყოფო და სკოლა. სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ რუსულმა დარტყმამ კიევში 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რეგიონში კი ერთი ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ ყველა ოჯახს და ახლობლებს. კიდევ 40 ადამიანი დაშავდა. ოდესის რეგიონში მტერმა დრონით თავდასხმა განახორციელა მოლდოვასთან სასაზღვრო პუნქტზე; ჩერნიგოვის რეგიონში კი გაზის ინფრასტრუქტურა. მადლობას ვუხდი ყველა მაშველს, მედიკოსს, პოლიციელს და კომუნალურ მუშაკს, რომლებიც პირველივე წუთებიდან ეხმარებოდნენ ხალხს.

სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ბალისტიკურ რაკეტებსა და ესკალაციაში ინვესტირებას ახორციელებს, ასეთი დარტყმები ყოველთვის არ იღებს მსოფლიოსგან საჭირო რეაგირებას. და სანამ უკრაინას არ ექნება საკმარისი ანტიბალისტიკური თავდაცვა, რუსეთი სერიოზულად არ განიხილავს მშვიდობას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ეს დაცვა და FREYJA პროგრამაზე მუშაობა ყოველდღიურად გრძელდება. თუმცა, Patriot-ის გამანადგურებლების ჩანაცვლება ჯერ კიდევ შეუძლებელია და ისინი ყოველდღიურად გვჭირდება. ყოველი დამატებითი რაკეტა ჩვენი ხალხის სიცოცხლეს იხსნის. მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ეს ესმის და ეძებს და პოულობს დახმარების გზებს," - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics