12:45 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-08 12:55:04, 1596 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: პირადად მაქვს ნანახი, როგორ ეხმარებოდა გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამწარებულ მეწარმეებს

პირადად მაქვს ჩემი თვალით ნანახი, როგორ ეხმარებოდა გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამწარებულ მეწარმეებს, რომ აღედგინათ თავისი უფლებები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. 

პრემიერი მინისტრის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი კაბინეტის ყველა წევრი მზად არის არსებულ კითხვებს პასუხი გასცეს. 

"ბიზნესზე ზეწოლას რაც შეეხება და ზოგადად იმ ბრალდებებს რასაც მე გიორგი გახარიას წინააღმდეგ ვისმენ - ორი ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი მინდა გითხრათ: ჩვენთვის ყველაზე დიდი მონაპოვარი გახლავთ თავისუფლება და მედია პლურალიზმი. ეს არის ის, რასაც ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. გიორგი გახარია ჩვენს გუნდში შემოვიდა როგორც ბიზნესომბუდსმენი, მე პირადად მაქვს ჩემი თვალით ნანახი, როგორ ეხმარებოდა ის „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამწარებულ მეწარმეებს, რომ აღედგინათ თავისი უფლებები, ამას აკეთებდა 24-საათიან რეჟიმში. შესაბამისად, ეს პირადად ჩემთვის მასტიმულირებელია იმ ფაქტის, რომ ვიფიქრო - როგორც ჩანს, ეს არის პოლიტიკურად ორკესტრირებული საქმე, ეს სიტყვა მოდაში შემოვიდა ახლა. გიორგიც და სხვა ნებისმიერი მთავრობის წევრიც გასცემს ნებისმიერ კითხვას პასუხს. როდესაც არსებობს კითხვები, მათ სჭირდება პასუხები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics