|
2026-08-20 19:57:36, 286 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
თბილისის სააპელაციო სასამართლოში პროკურატურა 4 ოქტომბრის ე.წ. „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე დაკავებული სპორტსმენის, გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა უნდა მიიღოს. კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ 24 ივნისს, კიდევ 11 ბრალდებულთან ერთად დაუმტკიცა მას შემდეგ, რაც მათ წარდგენილი ბრალი აღიარეს. იმავე სხდომაზე შეთანხმების გაფორმებაზე უარი თქვა ბრალდებულმა მანუჩარ მიქალაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ დამნაშავე არ იყო და 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. პროკურატურის მიერ საპროცესო შეთანხმების გასაჩივრების საფუძველი სწორედ მიქალაძის გამოსვლის შემდეგ გიორგი კირვალიძის მიერ წარმოთქმული სიტყვები და ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაჟღერებული რეპლიკა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ კირვალიძე დარბაზიდან მაშინვე გაიყვანეს, 24 ივნისს შეთანხმება მაინც გაფორმდა, რადგან მოსამართლეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. დღევანდელ, 20 აგვისტოს სხდომაზე, სადაც პროკურატურის ეს მოთხოვნა და მიქელაძის ადვოკატის საჩივარი უნდა განხილულიყო, პროცესი ადვოკატის თხოვნით გადაიდო. სააპელაციო სასამართლო საკითხს 31 აგვისტოს, 15:00 საათზე მიუბრუნდება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის თანახმად, შეთანხმების დამტკიცების აუცილებელი პირობა ბრალის აღიარებაა, ხოლო 214-ე მუხლის მიხედვით, შეთანხმების გაუქმების შემთხვევაში, ბრალდებულის მიერ მიცემული აღიარებითი ჩვენების გამოყენება მის საწინააღმდეგოდ დაუშვებელია. ეს საქმე უკავშირდება 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციას, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით შეიკრიბნენ. მოვლენები ათონელის რეზიდენციასთან ჯობირების გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა. სულ ბრალი 64 პირს წაუყენეს — ყველა მათგანს, ვინც საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა, პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მხოლოდ ერთს, მარიამ მეყანწიშვილს, 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)