|
2019-03-08 12:50:42, 1810 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - წერილზე სერიოზული კომენტარი გამიჭირდება, მაგრამ ნებისმიერი მინისტრი მზადაა კითხვებზე პასუხები გასცეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ე.წ. მუქარის წერილს ეხმაურება. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მას წერილზე და მის შინაარსზე სერიოზული კომენტარის გაკეთება გაუჭირდება. "მინდა შევეხო წერილს. დღეს არის 8 მარტი, 1-ელი აპრილი რომ იყოს, გულწრფელად უფრო გამიადვილდებოდა ამ წერილზე განმარტების გაკეთება. შეიძლება ისიც მეთქვა, რომ გიორგი გახარიამ ჩემთან დაადასტურა, რომ ნამდვილად ჩაწერა წერილში მათ შორის ის, რომ „არტარეასთან“ ერთად ითხოვდა სხვა რომელიმე მუსიკალური არხისგან, ან „რაგბიტივისგან“ რაიმე სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. ამ საკითხზე ზოგადად მიმდინარეობს მოკვლევა. გიორგიმაც დაადასტურა და მეც მინდა დავადასტურო, რომ ნებისმიერი მინისტრი ჩემი კაბინეტიდან მზად არის გასცეს პასუხები კითხვებზე პარლამენტში თუ საგამოძიებო ორგანოებთან. რაც შეეხება თავად იმას, რაც წავიკითხეთ მედიის მეშვეობით წერილის შინაარსში, მე გამიჭირდება ამაზე სერიოზული კომენტარი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)