|
2018-10-08 13:04:58, 1062 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: ოქუაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და დაცვის საშუალებად სკანდალური განცხადებების გაკეთება დარჩა
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ბიზნესმენის სკანდალური განცხადებებით თავს იცავს. "მე ვფიქრობ, ზაზა ოქუაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და მას დაცვის ერთადერთ საშუალებად დარჩა სკანდალური განცხადებების გაკეთება, რომელსაც ადვილად აიტაცებენ ხოლმე დასაზოგადოების შეცდომაში შეყვანაზეა მთელი ორიენტაცია გადასული. საფრანგეთში, ინგლისში იქნება თუ სხვაგან, საქართველოს ბიზნესმენების მიმართ აქვს დამოკიდებულება, რამაცგანაპირობა საქართველოში არბიტრაჟის საერთაშორისო სასამართლოს ფილიალის შექმნაზე მიღებული გადაწყვეტილება და ეს არის ალბათ, ყველაზე კარგი ინდიკატორი და ყველაზეკარგი პასუხი იმაზე, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება ბიზნესმენებს. ძალიან უშნო ოპერაციაა ჩატარებული, შექმნა უცნაური ორგანიზაცია, შემდეგ გადმორიცხა ფული, შემდეგ იქ ჩანთებით ფული გაიტანა და კითხვები თუ არსებობს, ოქუაშვილის მიმართ უნდა არსებობდეს და არა იმ ხალხის მიმართ, ვინც აკანკალებული ხელით რაღაც სურათები გადაიღო, სადაც დღის სინათლეა, თუმცა საღამოს 8 საათია", - განაცხადა ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)