|
2018-10-06 17:20:06, 2782 ნახვა
კომენტარი
უსუფაშვილი: ზურაბიშვილს ზურგს უმაგრებს სახელისუფლებო რესურსი, მედიაკონგლომერატები და უძირო დაფინანსება
„სალომე ზურაბიშვილი არის არათანაბარ პირობებში, რადგან მას აქვს განსაკუთრებული უპირატესობები ამ პროცესში“, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის" ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ როგორც ქალი კანდიდატი, სხვა კანდიდატებთან მიმართებაში არათანაბარ მდგომარეობაშია. „მე ვადასტურებ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის არათანაბარ პირობებში, რადგან მას აქვს განსაკუთრებული უპირატესობები ამ პროცესში. ის ნამდვილად არათანაბარ მდგომარეობაშია. მას სახელისუფლებო რესურსი, მედიაკონგლკომერატები და უძირო დაფინანსება უმაგრებს ზურგს. რა თქმა უნდა, ის არათანაბარ მდგომარეობაშია ჩემთან შედარებით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)