|
2018-07-02 18:54:15, 784 ნახვა
სამართალი
სასამართლომ „ქართული მარშის“ 2 წევრი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
"ქართული მარშის წევრები", რომლებიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან აქციის დროს დააკავეს, სასამართლომ გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას ლადო სადღობელაშვილი ავრცელებს. როგორც სადღობელაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ ლუკა ნაცვლიშვილი და გიორგი ონიანი 7000-7000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართული მარშის" 5 წევრი, მათ შორის ტავად ლადო სადღობელაშვილი 7 ივნისს გაათავისუფლა, ხოლო პატიმრობაში ლუკა ნაცვლიშვილი და გიორგი ონიანი იყვნენ დარჩენილები. შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-თან პოლიციამ "ქართული მარშის" წევრები 21 მარტს დააკავა. ისინი გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ რეპლიკას აპროტესტებდნენ.„ქართული მარშის“ დაკავებულ წევრებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 23 მარტს შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)