12:45 - 20 Aug, 2026
|
2018-05-31 19:20:03, 1425 ნახვა
სამართალი
ათასობით ადამიანი პროკურატურიდან მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართება - ვიდეო
პროკურატურასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან. აქცია-მსვლელობაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს. ისინი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში დამნაშავე პირების დასჯას ითხოვენ და სკანდირებენ: „შემდეგი შეიძლება შენ იყო“, „ნუ მომკლავ“, „სისტემა უნდა დაინგრეს“, „აღვასრულოთ სამართლიანობა“, „ერთად საქართველოს სადარაჯოზე“. მსვლელობას გზად სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება. მოქალქეები ქუჩებში საკუთარ ავტომობილებს ტოვებენ და პარლამენტის შენობისკენ ფეხით მიემართებიან. ამასთან ავტომობილის მძღოლები ზაზა სარალიძის მხარდაჭერას სიგნალით გამოხატავენ. შეგახსენებთ, აქციის მონაწილეების მოთხოვნის შემდეგ, ცოტა ხნის წინ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)