|
2017-02-28 12:18:09, 2015 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარსადგენად შესაძლოა მთავრობასთან შეთანხმება მოუწიოს
პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება შესაძლოა კონტრასიგნაციას დაექვემდებაროს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, აღნიშნულის თაობაზე მოსაზრება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფში გამოითქვა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. ცნობისთვის, პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე ადამიანის ძირიტადი უფლებებისა და თავისუფლების, სასამართლო ხელისუფლების, ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხებს განიხილავენ. სხდომას საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)