15:07 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-14 13:52:55, 256 ნახვა

პოლიტიკა
გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს

საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „გახარია — საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის საკითხზე პასუხებს ითხოვს. პარტიის წევრმა, შალვა კერესელიძემ მთავრობის მეთაურს ოფიციალური სადეპუტატო კითხვით უკვე მიმართა.

ოპოზიციური გუნდი ითხოვს დეტალურ ინფორმაციას იმისა შესახებ, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით და პროცედურების დაცვით განხორციელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავის მიწოდება. კერძოდ, პარტიას აინტერესებს საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობის ასლი, იმ ბიზნესსუბიექტების ჩამონათვალი, რომლებმაც ეს ოპერაცია განახორციელეს, და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონით განსაზღვრული კონკრეტული მიზნები.

გარდა ამისა, სადეპუტატო შეკითხვაში მოთხოვნილია ზუსტი მონაცემები მიწოდებული საწვავის რაოდენობის, პერიოდისა და საბოლოო დანიშნულების შესახებ. გახარიას გუნდი ასევე ითხოვს განმარტებას, თუ რა მარშრუტითა და პროცედურებით შევიდა ტვირთი აფხაზეთში და არსებობდა თუ არა მთავრობისადმი წინასწარი ოფიციალური თხოვნა ან მომართვა.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სადეპუტატო კითხვაზე საპასუხოდ 20-დღიანი ვადა აქვს. 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics