|
2017-02-28 12:08:39, 2388 ნახვა
სამართალი კომენტარი
დეკანოზ მამალაძის ადვოკატი: შეიძლება ბევრი რამე დასახელდეს და ბევრ რამეს აეხადოს ფარდა
„მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა, ალბათ, რამდენიმე დღე გაგრძელდება, აქედან გამომდინარე შეიძლება ბევრი რაღაც დასახელდეს და ბევრ რამეს აეხადოს ფარდა“,-ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, როგორც რამიშვილმა აღნიშნა, საქმესთან დაკავშირებით, შეიძლება კიდევ ბევრი ადამიანი დაიკითხოს. „იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება მიმდინარეობს, როცა ჩავთვლი საჭიროდ, საზოგადოებამ იცოდეს, ვისზეა საუბარი, დავასახელებ. ჯერ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს და მერე ვისაუბრებ მაგაზე. იარაღის საკითხს რაც ეხება, ჯერ მანამდე არ მივსულვართ, ხოლო თხრობით ფორმაში დეკანოზმა გააჟღერა, საიდან შეიძლებოდა ან ვისგან შეიძლებოდა აღნიშნული იარაღი მასთან“, - აღნიშნა რამიშვილმა. ცნობისთვის, გუშინ დეკანო გიორგი მამალაძის დაკითხვა 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც დაკითხვის შემდეგ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, ვინაიდან ბრალდებულისგან მიღებული ინფორმაცია საკმაოდ ვრცელი იყო, ყველა კითხვის დასმა ვერ მოესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)