14:18 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 11:18:12, 1822 ნახვა

კომენტარი
რამიშვილი: ჩვენება პროკურატურის ბრალდებას თავდაყირა დააყენებს

დაკავებული დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ე.წ მატროსოვის ციხეში უკვე მივიდა.  

რამიშვილის თქმით, თუ პროკურატურა მამალაძის მიერ წარდგენილ მტკიცებულებების ობიექტურად შეაფასებს, ბრალდების ვერსია შესაძლოა შეიცვალოს და გამოძიება სხვა მიმართულებით წარიმართოს.

დეკანოზი დღეს უნდა დაიკითხოს. დაცვის მხარის მტკიცებით, სიმართლე პროკურატურის ვერსიისგან რადიკალურად განსხვავდება. ისინი არ გამორიცხავენ, ამას უკავშირდებოდეს დაკითხვის გაჭიანურება, რაც დამატებით კითხვებს აჩენს.

"ჩვენება თავდაყირა დააყენებს პროკურატურის ბრალდებას, მის საფუძველს და არსებობას საერთოდ. იქნება ნათელი, რომ უდანაშაულოა", - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

პროკურატურის განცხადებით, დეკანოზს ჩვენების მიცემა 5-ჯერ შესთავაზეს, რაზეც მან უარი თქვა. 

დეკანოზი თითქმის ერთი კვირაა აცხადებს, რომ ჩვენების მისაცემად მზად არის. გამოძიებამ მხოლოდ ექსპერტიზა ჩაატარა. მას დნმ-ის, კალიგრაფიის და ხმის ნიმუშები აუღეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics