14:44 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 19:24:39, 2137 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში მასობრივი დაკავებების გამო შესაძლოა, ახალი სასამართლო შენობების აშენება გახდეს საჭირო

თურქეთს ათასობით დაკავებულის საქმის განსახილველად შესაძლოა, ახალი სასამართლო შენობების აშენება დასჭირდეს, - ამის შესახებ BBC-ი თურქეთის იუსტიციის მინისტრზე ბექირ ბოზდაგმაზე დაყრდნობით იუწყება. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თურქეთის მთავრობა სასამართლოს ახალ შენობას ააშენებს, თუ ამის საჭიროება იქნება. 

მისი თქმით, ანკარას მახლობლად, ქალაქ სინქანში  სასამართლოსთვის ერთი შენობა უკვე შენდება.

თურქეთში 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში დაკავებულ 32 ათასს პირსს წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ხელისუფლების მტკიცებით, დაკავებულები აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერები არიან. გიულენს ანკარას არშემდგარი ამბოხის ორგანიზებაში სდებს ბრალს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს.

თავად ფეთჰულა გიულენი ბრალდებას უარყოფს და აცახდებს, რომ თუ მისი დანაშაული დამტკიცდება, მზად არის, თურქეთში ჩავიდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics