|
2016-09-28 14:11:25, 2218 ნახვა
მსოფლიო
ბერლინში პოლიციამ მიგრანტი მოკლა
ბერლინში პოლიციამ ლტოლვილთა თავშესაფართან მიგრანტი მოკლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, მიგრაციულ ცენტრის ერთ-ერთი მცხოვრები მეზობელს დანით თავს დაესხა. როგორც BBC წერს, კონფლიქტი მიგრანტებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც 27 წლის ლტოლვილმა მეზობლის 8 წლის გოგონა გააუპატიურა. მომხდარის შესახებ პოლიციამ შეიტყო და მოძალადის დასაკავებლად ადგილზე მივიდა. როდესაც ხელბორკილებიან ეჭვმიტანილს პოლიციის მანქანაში სვამდნენ, მას დაზარალებული გოგონას მამა დანით დაესხა თავს. თვითმხილველების ინფორმაციით, რამდენიმე სამართალდამცველმა მას ცეცხლი გაუხსნა. სექსუალური ძალადობის მსხვერპლის მამამ რამდენიმე მძიმე ჭრილობა მიიღო, ის საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. მედიის ცნობით, ბავშვის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი კი დაკავებულია, მას უახლოეს დღეებში ბრალს წაუყენებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)