|
2016-09-23 11:31:27, 2479 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში ხანძრის ჩაქრობის დროს 8 მეხანძრე გარდაიცვალა
მოსკოვში ხანძრის ჩაქრობის დროს 8 მეხანძრე გარდაიცვალა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ხანძარი წუხელ მოსკოვის ერთ-ერთ რაიონში, პლასტმასის პროდუქციის საწყობში გაჩნდა. როგორც "რია-ნოვოსტი" წერს, ხანძრის ლოკალიზებაში 160 მეხანძრე მონაწილეობდა, აქედან 8 მეხანძრე შენობის სახურავის ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა. სამართალდამცველების ინფორმაციით, გარდაცვლილი მეხანძრეები პირველები მივიდნენ საწყობის ტერიტორიაზე, გადაარჩინეს 100-მდე თანამშრომელი. მედიის ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე. ამ ეტაპისთვის გამოძიება ხანძრის წარმოქმნის ორ ვერსიას განიხილავს, ცეცხლთან უყურადღებო მოპყრობა და მოკლე ჩართვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)