|
2016-09-21 16:18:48, 2129 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი გაერო-ს ჰუმანიტარულ ავტოკოლონაზე თავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებს
ამერიკის შეერთებული შტატები გაერო-ს ჰუმანიტარულ ავტოკოლონაზე თავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, სირიის ქალაქ ალეპოსთან "წითელი ჯვრის" ჰუმანიტარულ ავტოკოლონაზე ავიადარტყმის დროს ჰაერში სუ-24 ტიპის ორი რუსული გამანადგურებელი დაფრინავდა. როგორც Euronews-ი წერს, აღნიშნულ ინფორმაციას ვაშინგტონს სადაზვევრო სამსახურებმა დაუდასტურეს. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბენ როუდსი აცხადებს, რომ უწყებაში არსებული ყველა ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ თავდასხმა რუსეთის ან სირიის ავიაციამ განახორციელეს. მისივე თქმით, პასუხისმგებლობას ავიადარტყმაზე რუსეთის საჰაერო ძალებს აკისრებს. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ ავტოკოლონა არც რუსულ და არც სირიულ ავიაციას არ დაუბომბავს. “წითელი ნახევარმთავრის” სირიის განყოფილების განცხადებით, სატვირთო მანქანებით ალეპოდან ამბოხებულების მიერ კონტროლირებად სასოფლო რაიონებში ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდათ. ავადარტყმის შედეგად 31 სატვირთო მანქანიდან 18 განადგურდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავიაიერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა. “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტმა პეტერ მაურერმა მომხდარს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)