14:45 - 14 Aug, 2026
|
2016-09-20 11:45:54, 2352 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში უკრაინული ორგანიზაციის “ოპლოტის” ლიდერი ევგენი ჟილინი მოკლეს
მოსკოვის ოლქში უკრაინული ორგანიზაციის “ოპლოტის” ლიდერი ევგენი ჟილინი მოკლეს, - ამის შესახებ Interfax იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, ჟილინი ოდინცოვოს რაიონში ერთ-ერთ რესტორანში მოკლეს. უცნობმა პირმა მაგიდასთან მჯდომ ორ პირს ცეცხლი გაუხსნა და მიიმალა. ევგენი ჟილინი ადგილზევე გარდაიცვალა, მასთან ერთად მყოფი პირი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ცნობისთვის, 40 წლის ევგენი ჟილინის წინააღმდეგ უკრაინაში რამდენიმე საქმის გამოძიება მიმდინარეობდა. ის ცნობილი იყო როგორც ევრომაიდანის აქტიური მოწინააღმდეგე. მიმდინარე წლის იანვარში კიევის სასამართლომ მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და ადამიანის გატაცების ბრალდებით მასზე ძებნა გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)