13:59 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-22 12:31:49, 273 ნახვა

რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, სანქცირებული ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, გადაიხედა კანონმდებლობა უცხოელ მოქალაქეებზე სასწავლო ბინადრობების ნებართვის გაცემის შესახებ.

„პარლამენტს უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები წარვუდგინეთ, ეს უკვე მეორე ეტაპია. გახსოვთ, რომ გასულ წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ამ ცვლილებებმა თავისი დადებითი ეფექტი უკვე გამოავლინა და საზოგადოება ყოველდღე ხედავს საქართველოდან გაძევებულ არალეგალ უცხოელს, რომელიც ქვეყანაში ხანგრძლივად დარჩენისთვის სხვადასხვა მექანიზმს იყენებდა. მეორე პაკეტი გაგრძელებაა იმ ცვლილებების, რომლებიც შარშან დავიწყეთ. ამ შემთხვევაში კანონმდებლობა იმ ნაწილით გადაიხედა, რომელიც ბინადრობების ნებართვის გაცემას ეხება. დღეისათვის უცხოელ მოქალაქეებზე 35 ათასამდე სასწავლო ბინადრობაა გაცემული. შემთხვევები გამოვლინდა, როცა ბინადრობის გამოყენება ხდებოდა არა სწავლისთვის, არამედ ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით დასარჩენად. ცვლილებები სწორედ იმას ემსახურება, რომ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ და ბინადრობას ნამდვილად იყენებენ იმ მიზნებით, რა მიზნითაც იყო გაცემული, არანაირი შეფერხება არ ექნებათ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც სასწავლო ბინადრობას ქვეყანაში ხანგრძლივად დასარჩენად იყენებდნენ, მკაცრი რეგულაცია იქნება და ქვეყანას ცალსახა მიდგომა ექნება. მეორე საკითხია ფიქციური ქორწინება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქესთან ქორწინება საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანმა ბინადრობა უვადოდ მიიღოს. დღეს ქვეყანაში 30 ათასამდე უცხოელია, ვისაც მუდმივი ბინადრობა აქვს მიღებული. ამ მიმართულებით კონტროლის მექანიზმები ძალიან სუსტი იყო“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

როგორც დარახველიძემ აღნიშნა, ასევე კონკრეტული მექანიზმი შემოდის, რომელიც ფიქციური ქორწინებისა და ამ გზით ბინადრობის მოპოვების თავიდან აცილებას ითვალისწინებს. დარახველიძის განმარტებით, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, მას კომისიასთან გასაუბრება მოუწევს.

„არაერთ ქვეყანაშია თაღლითური სქემები, რომელიც ფიქციურ ქორწინებას და ამ გზით ბინადრობის მოპოვებას ითვალისწინებს. კონკრეტული მექანიზმი შემოდის, რაც იმას გულისხმობს, რომ უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, მას კომისიასთან გასაუბრება მოუწევს. კომისია თუ ჩათვლის, რომ სახეზეა ეჭვები ქორწინების ნამდვილობაზე, დოკუმენტაცია საგამოძიებო უწყებაში გადაიგზავნება. როგორც იცით, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი დაემატა, რომელიც გულისხმობს ფიქციური ქორწინების დასჯადობას, თუ ეს მიზნად ისახავდა ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას. მექანიზმი მაქსიმალურად იქნება გადაზღვეული და ვისაც ეს დოკუმენტი ნამდვილად ესაჭიროება, მხოლოდ ისინი მიიღებენ ქვეყანაში ცხოვრების უფლებას და საშუალება არ იქნება იმის, რომ ქვეყანაში ის უცხოელები დარჩნენ ხანგრძლივად, რომელთათვის მსგავსი უფლების მიცემას კანონი არ ითვალისწინებს“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics