|
2026-06-08 21:24:14, 18700 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
სადავო პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცვლილებები შედის პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესში. როგორც მან დღეს, 8 ივნისს, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცვლილებები შეეხება როგორც ინდივიდუალურად ჟურნალისტებს, ასევე მთლიანად მედიასაშუალებებს. ცოტახნის წინ, გამოქვეყნდა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში" ცვლილებები შევიდა. ევროპარლამენტში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ცვლილება შეეხო აკრედიტაციის წესის მე-11 მუხლს, რომლითაც აკრედიტებული მედიასაშუალების აკრედიტაციის ვადამდე გაუქმების საფუძვლებია განსაზღვრული. კერძოდ, მედიასაშუალების აკრედიტებული ჟურნალისტის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების განმეორებით დარღვევისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, შესაძლებელია შესაბამის მედიასაშუალებას ვადამდე გაუუქმდეს აკრედიტაცია და არაუმეტეს 1 წლის ვადით შეეზღუდოს ამავე წესით გათვალისწინებული აკრედიტაციების მიღების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვის უფლება. ასევე, აკრედიტებული მედიასაშუალების აკრედიტაციის ვადამდე გაუქმების საფუძვლებს დაემატა შემთხვევა, როდესაც აკრედიტებული მედიასაშუალების საქმიანობა აღარ უკავშირდება საქართველოს პარლამენტის საქმიანობის გაშუქებას.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)