23:15 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-19 22:01:22, 455 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია ელისაშვილზე: ამ მასხარას სერიოზულად ვეღარ ვუსმენ

ამ მასხარას სერიოზულად ვეღარ ვუსმენ - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის, ბრალდებებს "რუსთავი 2-ის" პიდაპირ ეთერში.

ბესელიამ ალეკო ელისაშვილს "ყველაფრის მკადრებელი", "მხდალი" და "ლაჩარი" უწოდა.

"ამ მასხარას სერიოზულად ვეღარ ვუსმენ. მერობაზე მეოცნებე ბიჭუნა, რომელსაც ქალები სძულს და პატიმრებიც სძულს" - განაცხადა ბესელიამ.

ბესელიამ იქვე განაცხადა, რომ პროკურატურამ სერიოზული გამოძიება ჩაატარა და ე.წ. კოკაინის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

"პროკურატურამ სამი ექსპერტიზა ჩატარდა და დაადგინა, რომ საერთოდ კონტაქტი არ ჰქონია შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან. დაადგინა, რომ არც ერთი ზარი არ შესულა ჩემი ტელეფონიდან," - განაცხადა ეკა ბესელიამ.


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics