21:43 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 10:49:26, 433 ნახვა

პოლიტიკა
შს მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა ელჩს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და ახალი ინიციატივები გააცნო.

შსს-ს ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობა და ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო „საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საჯარო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების საფუძველზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს.

შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში ისრაელის მხარდაჭერის მნიშვნელობას, ასევე, სამინისტროს რეფორმირების პროცესში ისრაელის პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს მნიშვნელოვან როლს.

ისრაელის სახელმწიფოს ელჩმა გიორგი მღებრიშვილს ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის, გოლად ერდანის წერილი პირადად გადასცა და მისი სახელით, საქართველოს შს მინისტრი ისრაელში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics