14:20 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 22:27:24, 747 ნახვა

სამართალი
შოთაძე: გვაქვს ინფორმაცია, თუ რომელი ქვეყნის IP მისამართიდან არის ატვირთული ეს ფაილები

"გვაქვს ინფორმაცია, თუ რომელი ქვეყნის IP მისამართიდან არის ატვირთული ეს ფაილები" - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

შოთაძის თქმით, ეს ყველაფერი ატვირთულია "ფეისბუქზე", "იუთუბიზე" და ადგილი, სადაც ეს ინფორმაცია არის დაცული, მდებარეობს უცხოეთში. 

"იქიდან გამომდინარე, რომ ფაილების გავრცელება მოხდა უცხოეთში მდებარე სერვერებსა და კომპანიებზე, ჩვენ შესაბამისი სამართლებრივი თხოვნით მივმართეთ ჩვენს კოლეგებს, სამართალდამცველ ორგანოებს. დიდი იმედი გვაქვს მათი დახმარების. ეს ყველაფერი ატვირთულია "ფეისბუქზე" და "იუთუბიზე" და ადგილი, სადაც ეს ინფორმაცია არის დაცული, მდებარეობს უცხოეთში. მათგან უკვე მივიღეთ ინფორმაცია, თუ რომელი ქვეყნის IP მისამართიდან არის ატვირთული ეს ფაილები", - განაცხადა შოთაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics