|
2025-04-08 17:20:46, 805 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო - ეკლესია არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული
საქართველოს საპატრიარქო პაატა ბურჭულაძის ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეკლესია არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული. „6 აპრილს, ბატონმა პაატა ბურჭულაძემ კათოლიკოს-პატრიარქისგან ითხოვა კურთხევა, 9 აპრილს სამშობლოსთვის შეწირულთა სულების საოხად და მომხდარი ტრაგედიის გახსენების მიზნით, გამთენიისას ქაშვეთის ეკლესიის ზარები დარეკილიყო; მაგრამ ბ-ნ პაატას ბოლო განცხადებითვე, იგი 8-9 აპრილს აანონსებს თავისი პოლიტიკური ბრძოლის წამოწყებას და აკეთებს მოწოდებებს ამასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ზარების დარეკვაც მისთვის, სავარაუდოდ, ამ კონტექსტში მოიაზრება. მიუხედავად ცალკეული სასულიერო პირებისგან დაფიქსირებული ამა თუ იმ პოზიციისა, ზოგადად, ეკლესია არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული. მას აქვს მრევლის და, შესაძლებლობის ფარგლებში, ქვეყნის გაერთიანებისთვის ზრუნვის მოვალეობა და საღვთო სწავლების მიხედვით მოქმედების უფლება; ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. 1989 წლიდან მოყოლებული, 9 აპრილი გამორჩეულ დღედ იქცა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში; ამასთან დაკავშირებით, წელსაც, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით, ტრადიციისამებრ, გადახდილი იქნება პანაშვიდებიც და პარაკლისებიც როგორც 9 აპრილის მემორიალთან, ასევე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახ. ტაძარში და საქართველოს სხვა ეკლესია-მონასტრებში“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)