|
2025-04-08 15:46:45, 791 ნახვა
საზოგადოება
ეკა გიგაური - სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამ ბრძოლას მოვიგებთ
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები წინააღმდეგობას გავუწევთ ქართველი ხალხის დევნის აქტს - დარწმუნებულები ვართ, ამ ბრძოლას მოვიგებთ, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებს. როგორც ეკა გიგაურმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის სოლიდარობის ეშინია. „ეს არის ქართველი ხალხის დევნის აქტი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვხედავდით, თუ როგორ ეშინოდა ქართველი ხალხის სოლიდარობის „ქართულ ოცნებას“. ეშინოდათ იმ ადამიანების, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან, ეშინოდათ იმ ადამიანების, რომლებიც იცავენ დაკავებულების უფლებებს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები წინააღმდეგობას გავუწევთ ქართველი ხალხის დევნის აქტს. გავაგრძელებთ საქმიანობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა იმ ადამიანებმა, რომლებიც სოლიდარობას ეძებენ, ნახონ. დარწმუნებულები ვართ, ამ ბრძოლას მოვიგებთ“,- აღნიშნა გიგაურმა. ცნობისთვის, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება - თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)