|
2025-01-15 12:07:36, 393 ნახვა
პოლიტიკა
ლადო ბოჟაძე გახარიაზე თავდასხმაზე - ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის
ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის! - ეს არის კონფლიქტი, რომელიც სასტუმროში მოხდა! ძალადობა მიუღებელია და ძალადობა შობს ძალადობას! - ასე უპასუხა „ქართული ოცნების" დეპუტატმა ლადო ბოჟაძემ ბათუმში, სასტუმრო "შერატონში", გიორგი გახარიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, როგორც გახარიასთან, ასევე ზვიად ქორიძესთან მომხდარ კონფლიქტზე დაწყებულია გამოძიება, ის გამოძიების შედეგებს ელოდება, ამჟამად კი მხოლოდ ის ინფორმაცია აქვს, რაც მედიით გავრცელდა. „ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ძალადობა მიუღებელია და ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი არის დასაგმობი - დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც ორივე საქმეზე დაწყებულია. მე არც გამომძიებელი და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვარ. მოხდა დაპირისპირება, მოხდა ძალადობა, რაც არის მიუღებელი. ძალადობა მიუღებელია, რადგან ძალადობა შობს ძალადობას - ამიტომ ძალადობა უნდა დასრულდეს და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, იქნება ეს მოქალაქე, მედიის წარმომადგენელი, პოლიციელი, პოლიტიკოსი თუ სხვა", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)