|
2025-01-15 08:31:17, 408 ნახვა
პოლიტიკა
"ძლიერი საქართველოს" ლიდერები კონგრესმენებს შეხვდნენ
"ძლიერი საქართველოს" ლიდერები კონგრესმენებს ენდი ჰარისს (კონგრესის თავისუფლების ჯგუფი), დენ კრენშოს (დაზვერვის კომიტეტი), დერეკ ვან ორდენს (თადაცვის კომიტეტი) და მაიკ ჰარიდოპულოს შეხვდნენ. შეხვედრისას განიხილეს "ქართული ოცნების" მიერ არჩევნებისა და სახელმწიფოს მიტაცება, საქართველოში პოლოტიკური ოპონემტების, თავისუფალი მედიისა და აქტივისტების წინააღმდეგ განხორციელებული საგანგაშო რეპრესიები. ქართველმა ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის დაუყონებლივ გათავისუფლება. ამერიკელმა კანონმდებლებმა კარგად იციან ის უსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც წარმოიქმნება ქართული ოცნების პოლიტიკური დაახლოებით რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან. მმართველი გუნდის წარმომადგრნელმა კონგრესმენებმა ხაზგასმით დაადასტურეს, რომ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია მტკიცედ იდგება ქართველ ხალხის დემოკრატიული პროტესტის გვერდით და მხარს დაუჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. კონგრესმენებმა გამოხატეს სრული მხარდაჭერა ქართული სამოქალაქო საზოგადოების, ჩაგრული ჟურნალისტების, პოლიტპატიმრებისა და მომიტინგეების მიმართ. დონალდ ტრამპის საპარლამენტო გუნდის წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ მომავალი ტრამპის ადმინისტრაცია დადგება რუსეთის, ირანის და ჩინეთის ინტერესების წინააღმდეგ საქართველოში და პასუხისმგებლობას დააკისრებს ქართული ოცნების ჩინოვნიკებს მშვიდობიანი პროტესტის რეპრესიებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)