|
2024-12-27 17:55:08, 412 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - „ჩვენ არ გვაქვს არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუცია პრეზიდენტის გარდა“
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუცია სწორედ პრეზიდენტია. მისივე თქმით თუ 29 დეკემბერს ყაველაშვილი გახდება პრეზიდენტი, ეს არ ჩაითვლება, რომ რუსეთმა მოიგო. „ჩვენ არ გვაქვს არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუცია პრეზიდენტის გარდა. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. საერთაშორისო დამკვირვებლები არ იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ - ლეგიტიმურად მიიჩნევენ თუ არალეგიტიმურად მიიჩნევენ. თუ რუსეთი აღმოაჩენს, რომ მისი სტრატეგია საქართველოში წარმატებულია, მე გპირდებით, რომ ისინი უფრო მეტს გააკეთებენ ევროკავშირის ქვეყნებში შემდეგ. თუ 29 დეკემბერს ყაველაშვილი გახდება პრეზიდენტი, ეს არ ჩაითვლება, რომ რუსეთმა მოიგო, რადგან ყველაფერი არ დასრულებულა. ქართველი ხალხი ქუჩაშია, ის მეტად დემოკრატიულია ვიდრე პოლიტიკური ელიტა. ეს საზოგადოება დემოკრატიულ სახელმწიფოში დაიბადა და გაიზარდა. ეს ხალხი არ აპირებს მიიღოს ეს რეალობა. ეს ბრძოლა არ დასრულებულა. რუსეთი არის იმაზე სუსტი, ვიდრე ამას ევროპელები ფიქრობენ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანულ პოდკასტ Rest Is Politics-თან ინტერვიუში განაცხადა.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)