|
2024-01-16 13:10:28, 795 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში იენს სტოლტენბერგს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ზელენსკის თქმით შეხვედრაზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა ბრძოლის ველზე არსებული ვითარება, უკრაინის თავდაცვითი სისტემის შემდგომი გაძლიერება და ა.შ. "მუშაობა დავოსში ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრით დაიწყო. ბევრი გავიხილეთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი: ბრძოლის ველზე არსებული ვითარება, ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი საჭიროებები, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის შემდგომი გაძლიერება, ნატოს შემდეგი სამიტის მომზადება ვაშინგტონში. ნატოს ვაშინგტონის სამიტისთვის მზადებასა და პარტნიორებთან მუშაობას უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებზე, რომელიც გასულ ზაფხულს, G7-ის ფარგლებში გაფორმდა და ძალაში იქნება უკრაინის ნატოში გაწევრიანებამდე.",- წერს ზელენსკი "ფეისბუქზე".
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)