12:45 - 20 Aug, 2026
|
2024-01-16 11:54:50, 702 ნახვა
საზოგადოება
საგარეო უწყება ბაქოში აფეთქებისას საქართველოს მოქალაქის დაღუპვას ადასტურებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს. როგორც უწყებაში "ექსპრესნიუსს" განუცხადეს, საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან. "დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან",- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ბინაგადის რაიონში მდებარე ავეჯის სახელოსნოში აფეთქება, რამაც ხანძარი გამოიწვია, გუშინ, 15 იანვარს მოხდა. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)