01:44 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-20 21:46:06, 786 ნახვა

საზოგადოება
ბარკალაია - ერთი ფანჯრის პრინციპის კონცეფცია ამოქმედდა და პირველი ფილიალი, არსებული კონცეფციით, საბურთალოზე გაიხსნა

ჯანდაცვის სამინისტრო მრავალი მიმართულებით მუშაობს, როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური დაცვის, დასაქმების, სოციალური რეაბილიტაციის სერვისების, დევნილთა მომსახურებების მიმართულებებით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ფართო სპექტრი ჩვენი მომსახურებებისა იყოს სწრაფი, ეფექტური და ხელმისაწვდომი მოქალაქეებისათვის. აქედან გამომდინარე, ერთი ფანჯრის პრინციპის კონცეფცია ამოქმედდა და პირველი ფილიალი, არსებული კონცეფციით, გაიხსნა საბურთალოზე - მიცკევიჩის ქუჩაზე, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარაკალაიამ განაცხადა. 

თამარ ბარკალაიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურების ცენტრში, მოქალაქე, ერთ სივრცეში და ერთი ფანჯრის პრინციპით, მიიღებს სოციალური მომსახურების, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოების, ასევე - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით სრულყოფილ და უწყვეტ მომსახურებას. 

„ვფიქრობთ, რომ ეს გაუმარტივებს ჩვენს მოქალაქეებს დროული და ეფექტური სერვისების მიღების შესაძლებლობას და კმაყოფილებასაც გაზრდის, ამ სერვისების მიმართულებით. საკმაოდ აქტიურია საბურთალოს ფილიალი, ერთ-ერთი დიდი მოცვითი არეალი აქვს. ჩვენ, გავაგრძელებთ სრულიად თბილისის და რეგიონების მოცვას აღნიშნული სერვისით. მომავალ წელს, იგეგმება, დაახლოებით, 10 ფილიალის ამოქმედება, მათ შორის თბილისის ხუთივე ტერიტორიულ ერთეულში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics