01:44 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-20 18:17:15, 777 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროში აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილი მუსიკალური ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა

თავდაცვის სამინისტროში აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილი მუსიკალური ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“, ეროვნული გვარდიის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილი მუსიკალური ვიდეორგოლის - „ფრთამოტეხილი მაფშალიას“ პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მინისტრის მოადგილეები და უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს ეროვნული გვარდიის დღე მიულოცა, მისი მნიშვნელობა აღნიშნა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების გმირობაზე ისაუბრა. 

"სიმღერა „ფრთამოტეხილი მაფშალია“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მამა-შვილის - ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების ოჯახის წევრმა, ბარბარე ჯაფარიძემ შეასრულა. პროექტის ავტორი მომღერალი და კომპოზიტორი დავით არჩვაძეა, სიმღერის ტექსტის ავტორი კი, პეტრე კოლხია. 

ჯუანშერ ბურჭულაძემ ვიდეორგოლზე მომუშავე პირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ოჯახების მხარდაჭერისთვის, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics