20:37 - 20 Aug, 2026
|
2023-12-10 11:27:54, 1187 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის ტენესის შტატში ტორნადოს, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტენესის შტატში ტორნადოს, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა, 23 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 3 პირი ნეშვილის ჩრდილოეთით, მედისონში დაიღუპა. მონტგომერის ოლქის ოფიციალური პირები ასევე ადასტურებენ 3 მოქალაქის, მათ შორის ერთი ბავშვის გარდაცვალებას კლარკსვილში. კლარკსვილის მერის, ჯო პიტსის თქმით, შექმნილი ვითარების გამო, ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, შაბათ-კვირას ღამით კი, კომენდანტის საათი დაწესდა. შტატის ადგილობრივი მთავრობა ამბობს, რომ მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები და არ არის გამორიცხული, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)